მამა-შვილი ქაშიბაძეების ნახატების გამოფენა დამთვალიერებელმა ძალიან თბილად მიიღო ცნობილ ექიმს გუგა ქაშიბაძეს მამა გარდაეცვალა. თამაზ ქაშიბაძე ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა შვილთან ერთობლივი გამოფენა გამართა.
მამა-შვილი ქაშიბაძეების ნახატების გამოფენა დამთვალიერებელმა ძალიან თბილად მიიღო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე თვითნასწავლი, არაპროფესიონალი მხატვარი გახლდათ.
"მამამ უფრო გვიან დაიწყო ხატვა, დაახლოებით 44 წლის ასაკში, მე ბავშობიდან ვხატავ. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი. პრინციპში, მამაზე მეტი სტაჟი მაქვს. სამწუხაროდ, არანაირი განათლება მიღებული არ გვაქვს მსგავსი არცერთს.
ეს გამოფენა შეჯიბრივით არის, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვეჯიბრებით და ერთმანეთის აზრი არასდროს არ ემთხვევა არაფერში და რაღაც გამოფენა-შეჯიბრივით გამოგვდის. ჩემზე უკეთესად ხატავს ნამდვილად" - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ გასულ წელს პრაიმტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში.
თამაზ ქაშიბაძეს 11 დეკემბერს დაკრძალავენ.