ნინას როლის შემსრულებელმა ანა ტყებუჩავამ თმა გადაიპარსა მსახიობ ანი ტყებუჩავას პოპულარობა ნინას როლმა მოუტანა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". სეზონების განმავლობაში მას ბევრი პრობლემის გადაჭრა მოუწია სერიალში - ხან ქმრის ღალატის გამო ნერვიულობდა, ხან ძალადობის მსხვერპლ ქალებს იცავდა... ამ ბოლო სეზონზე კი განსაკუთრებულად რთული განსაცდელი ერგო მის გმრის - ნინა ამჯერად სიმსივნეს ებრძვის...
როლმა ფიზიკური გარდასახვაც მოითხოვა და ანამ ესეც გულწრფელად და დამაჯერებლად ითამაშა, შეიძლება ითქვას, მეტისმეტადაც - მას თმა პირდაპირ მაყურებლის თვალწინ გადაპარსეს...
ალბათ სწორედ ეს დამაჯერებლობა და გულწრფელობა, აქტუალობა და რეალისტურობაა, რამაც მოუტანა წარმატება არა მხოლოდ ანას, არამედ მის კოლეგებსაც...
მიგვიანებით ანამ თავის პირად გვერდზეც დადო ფოტო ასეთი წარწერით: "გამარჯობა, მე ანა ვარ და მე მსახიობი ვარ".
ანი ტყებუჩავა: "ძიძა არ მყავს, ასე გადავწყვიტეთ. ბებიები მეხმარებიან..."