წაიყვანთ როდესმე ბავშვს ისეთ ადგილას
წაიყვანთ როდესმე ბავშვს ისეთ ადგილას, სადაც მას შეეძლება ნახოს უაზარმაზარი საჯდომი, შეძვრეს ანალურ ხვრელში და თავისი თვალით ნახოს განავლის უზარმაზარი მასა? ან ცხვირის ნესტოში იმოგზაუროს იქედან გამოყოფილი ლორწო შეიგრძნოს? ბევრი თქვენგანი ალბათ თავს შეიკავებდა ასეთ გართობაზე, თუმცა მსოფლიოს ხალხთა გემოვნება განსხვავებულია. რაც ერთ ქვეყანაში წარმოუდგენლად ეჩვენებათ, მეორეში სავსებით ჩვეულებრივი ამბავია.
მაგალითად, ეს ყველაფერი შესაძლებელია ნახოს ბავშვმა იაპონიის ერთ-ერთ საგამოფენო სივცეში. ორგანიზატორები განმარტავენ, რომ მათი მიზანია ბავშვებს გააგებინონ, სადან ჩნდება ადამიანის სხეულში არასასამოვნო ხმები და სხვა გამონაყოფები. თუ დიდები ჩუმად ქირქილებენ ამაზე, პატარაები სიამოვნებით დაძვრებიან ამ "საზიზღარ" ექსპონატებში და ძალიანაც მოსწონთ "ქაქებისა" და "წვინტლების" ახლოდან ყურება.
ეს გამოფენა იაპონიის ქალაქ საიტამა სიტში კომპლექს Saitama Super Aren-ში გაიხსნა. გამოფენის სახელწოდებაა "საიდუმლო მოგზაურობა ადამიანის სხეულში". წარმოდგენილ ექსპონატებს ბავშვები აღტაცებაში მოჰყავს, კი უფროსები უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან. წარმოიდგინეთ, გამოფენაზე რომ დაგხვდებათ უზარმაზარი საჯდომი ფართო ხვრელით, ნესტოები, სწორი ნაწლავი და განავლის უზარმაზარი მთა.
ამ გამოფენას შემეცნებითი დატვირთვა აქვს. ბავშვებს ასეთი ორიგინალური თვალსაჩინოებით და თამაშით უხსნიან სხეულის უსიამოვნო თავისებურებებს.
გამოფენამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და პოპულარულია არამარტო იაპონელებს შორის, არამედ ტურისტებისთვისაც.
გამოფენა აგვისტომდე ბავშვების სამსახურში იქნება.