მან ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორი ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. შემთხვევა გუშინ მოხდა. სამივე ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია.
გარდაცვლილი 19 წლის დიმა გორგიძეა. ის სტუდენტი იყო და თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული. გარდაცვლილი ახალგაზრდა უკვე გადაასვენეს ქუთაისში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული ნივთიერებით მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით.
"მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.
წაიკითხეთ ვრცლად