ავტოსახელოსნოში ქალბატონმა მანქანა შესაკეთებლად მიიყვანა. ხელოსანი საშინელმა ხმებმა გააოცა, რომელის მანქანის საბარგულში მოისმოდა. ავტოსახელოსნოში ქალბატონმა მანქანა შესაკეთებლად მიიყვანა. ხელოსანი საშინელმა ხმებმა გააოცა, რომელის მანქანის საბარგულში მოისმოდა. მამაკაცი გაოგნდა, როცა მანქანაში ორი წლის ბავშვი აღმოაჩინა. საბარგულიდან საშინელი სუნი ამოდიოდა, ბავშვი საკუთარ ექსკრემენტებში იწვა.
საფრანგეთის ქალაქ ტიულის სასამართლოს წინაშე პორტუგალიური წარმოშობის, საფრანგეთში მცხოვრები 50 წლის ქალი, როზა მარია კრუზი წარდგა. მას ბრალად ედება შვილის დაბადების დაფარვა, რომელიც ელემენტარულ კვებისა და მოვლას გარეშე ჰყავდა მიგდებული.
აღმოჩენა მანქანაში
სერენა, ასე ეძახდა დედა თავის გოგონას, მშობლის უგულობის გამო, მოკლებული იყო ფიზიკურ, ემოციურ და საერთოდ, ნორმალურ განვითარებას.
სასამართლომ ქალი ბავშვზე სისტემატიურ ზეწოლაში დაადანაშაულა, რამაც ბავშვის ინვალიდობა გამოიწვია. როზა მარია კრუზს სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მარია საყვარელ მამაკაცსა და სამ თინეიჯერ შვილთან ერთად ცხოვრობდა. მათვე უმალავდა მეოთხე მშობიარობას, შვილის გაჩენას და მისი მოვლის ამბავს. როგორც გაირკვა, გოგონა დედისთვის არასასურველი შვილი იყო, ფეხმძიმობის შესახებ გვიან გაიგო, როცა აბორტის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა, ქალმა ბავშვი ოჯახის წევრებისგან ფარულად გააჩინა და ორ წლამდე მანქანის საბარგულში მალავდა.