"უარი ვთქვი ჩაფხუტის გამოყენებაზე და თმა სულ გადავიპარსე" - ორი შვილის დედა, მარიამ სირბილაძე ქალებს ამხნევებს
"უარი ვთქვი ჩაფხუტის გამოყენებაზე და თმა სულ გადავიპარსე" - ორი შვილის დედა, მარიამ სირბილაძე ქალებს ამხნევებს
საქართველოში არაერთი ქალი ებრძვის სიმსივნეს. ეს არც ისე მარტივი გზაა, თუმცა შეუძლებელი არაფერია. „სიმსივნე განაჩენი არ არის, ის მხოლოდ დიაგნოზია“ - ამ მოწოდებით სოციალურ ქსელში ჩვენთვის უკვე ნაცნობმა, სულიერად ძალიან ძლიერმა ქალმა, ორი შვილის დედამ მარიამ სირბილაძემ ემოციური პოსტი გაავრცელა.
მარიამი ამჯერად იმ ქალებს ამხნევებს და თანადგომას უცხადებს, ვინც ახლა გადის რთულ ეტაპს, რაც მან უკვე გადალახა.

„ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი სისუსტეები და ჩემთვის ეს ჩემი თმა იყო.
უარი ვთქვი ჩაფხუტის
გამოყენებაზე, ოთხი კვირის წინ ნელ-ნელა დაიწყო წარბებმა ცვენა, შემდეგ წამწამებმა და ბოლოს თმამაც. შემეძლო შემენარჩუნებინა, მაგრამ ასე გადავწყვიტე.
ჰო, და წუხელ სულ სულ გადავიპარსე, ჩემი ხელით და გულზე იმხელა ლოდი მომეხსნა. რა დროს ჩაფხუტია, როცა ჩემი ქვეყნის ქალების უმრავლესობას, უბრალოდ საჭირო მედიკამენტებზე არ აქვთ წვდომა. არ იყო მატრაკვეცობის დრო, უბრალოდ არ იყო და როცა ასობით ქალს დავპირდი, რომ ერთი ბრძოლა გვქონდა და ყველას ერთად უნდა მოგვეგო ეს ომი. ეს პირველი იყო, რაც უნდა გამეკეთებინა.
ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ თმის გადაპარსვა ზოგისთვის ალბათ სიგიჟეა, ჩემთვის სიმშვიდე და თანასწორობა!
კიბო განაჩენი არ არის, ის დიაგნოზია. რთულია გზა და დამღლელი, მაგრამ ყველა გზა გადის გზაჯვარედინზე, ყველაფრიდან არის
გამოსავალი.
წუხანდელი ამბავი ჩემი მეორედ ომში შესვლაა, ოღონდ არა საკუთარში. ჩემსას უკვე მოვრჩი, თქვენს ბრძოლაში ჩაბმაა. ახლა მე ვარ თქვენი ჯარისქალი და ვკადნიერდები, რომ ჩემი გამოცდილებით ვიმსახურებ მთავარსარდლობას იმიტომ, რომ დაგაჯეროთ სასწაულების არსებობის.
დაგპირდით, რომ თქვენთვის ვიბრძოლებდი, ჰო და აქ ვარ! დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა, საერთოდაც ამით უნდა დამეწყო.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სიცოცხლისთვის ბრძოლას განსაკუთრებით.
მიყვარხართ და ერთად ვუთხრათ სიმსივნეს არა !!!
#მარტოარხარ
#ნუგანმასხვავებ
#უთხარიარასიმსივნეს“, წერს მარიამი.

მერი ბლიაძე

იხილეთ ჩვენი ინტერვიუ მარიამთან და მისი ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ:

alt "გავბრაზდი, ვთქვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ იყო მისი ადგილი“ - ორი შვილის დედა ურთულეს დაავადებას ებრძვის


13273
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
soda cures cancer-ს
0
წადი ექიმთან გთხოვ. პარალელურად მიიღე ეგ შენი სოდის ნაყენები, მაგრამ ექიმს უსათუოდ მიმართე.
11:18 / 11-07-2019
z.kaloria
0
ღმერთმა გაგაძლიეროს1
12:20 / 12-12-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?