საიდან იღებენ სქესობრივ განათლებას ჩვენი შვილები? საიდან იღებენ სქესობრივ განათლებას ჩვენი შვილები? აღმოჩნდა, რომ გოგონები უფრო ინტერნეტს ენდობიან, ვაჟებს კი პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში მამები ეხმარებიან. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაშია აღნიშნული.
მოზარდების თქმით, მათ მშობლებღთან ამ საკითხებზე საუბარი ეუხერხულებათ და ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ინტერნეტია:
"არავის ვკითხავ სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. "დავგუგლავ" და თუ ვერაფერი ვნახე, შევწყვეტ ძებნას", ამბობს 10-13 წლის გოგონა.
კვლევის შედეგების მიხედვით, ჩანს რომ სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება. აღმოჩნდა, რომ პირველ სექსუალურ გამოცდილებას 14-17 წლის ბიჭები სწორედ მამების დაფინანსებითა და უშუალო მხარდაჭერით იღებენ. მამებს ვაჟები "ბორდელში" თავად მიჰყავთ, თუმცა იშვიათად თუ საუბრობენ შვილებთან სამომავლო გამოცდილების შესახებ. მამები არც რჩევებს აძლევენ ვაჟებს:
"მთავარია ჰიგიენის ნორმების დაცვა. სხვა მხრივ ბუნების საწინააღმდეგოდ ვერ წახვალ", - ამბობს მოზარდის მამა.
აღასანიშნავია, რომ მამები არ ავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას გოგონა შვილების მიმართ და წინააღმდეგნი არიან ქორწინებამდე დაამყარონ ინტიმური კავშირი.
გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოზარდთა მშობლობის კვლევის შედეგები წარადგინა. თვისობრივი კვლევა 10-13 წლის და 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფებთან და მათ მშობლებთან ჩატარდა, ჩართულნი იყვნენ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებიც.
მკვლევრებმა ბავშვებთან გასაუბრებების დროს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილეს ყურადღება. ერთ-ერთი გახლავთ მშობლების ჩართულობა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში. უცხო არაა ის ფაქტი, რომ მშობლები შვილებთან სექსუალობაზე საუბარს ერიდებიან, მათ ეშინიათ, რომ მცირე ასაკის ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათ ნაადრევი სექსის მიმართ ინტერესსს და სურვილს აღუძრავს.
მარიამ ელიაშვილი