მე ეს მგონია ცხოვრების აზრი ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის ქალიშვილ ნიას სოციალურ ქსელში რა ხანია იცნობენ - ის ნამდვილი ინტერნეტვარსკვლავია. მშობლები უსაყვარლესი ნიაკოს ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ, რომელთაც ათი ათასობით მოწონება და ნახვა აქვს. ამჯერად ნიაკოსა და მისი დიდი ბებიის ცეკვის ამსახველი ვიდეო იქცა ინტერნეტჰიტად. ვიდეოს შემდეგი წარწერა აქვს:
"მე ეს მგონია ცხოვრების აზრი.
87 წლის მარიამი და 2 წლის შვილთაშვილი ნიაკო".
მეტი ნიაკოს შესახებ იხილეთ ვრცლად სტატიაში:
პატარა ვარსკვლავი ნიაკო ნოზაძე, რომლის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს