გოგოებო, რთულია კი, მაგრამ თუ ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, ბევრი ბავშვი გააჩინეთ 4 შვილის დედა, დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია. ხშირად დებს ახალ ფოტოებს და თავის განცდებსაც უზიარებს გამომწერებს. მართალია, პატარა ნიკოლას ფოტოებს ჯერ არ ასაჯაროებს, თუმცა მასზე და მასთან დაკავშირებულ ემოციებზე არაერთხელ მოუყოლია.
ამჯერად ნიკოლას კიდევ ერთი პოსტი მიეძღვნა:
“ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ყოველ დილით თვალებით რომ მიხსნის სიყვარულს და მთელი სახე უცინის ბედნიერებისგან! ყოველდღე უფალს უდიდეს მადლობას ვუხდი, რომ ღირსი გამხადა ამ სიყვარულის, რასაც ჩემი შვილები მჩუქნიან, განსაკუთრებით, ეს პატარა ხოზიკა, რომელიც ვერ ლაპარაკობს, მაგრამ თვალებით მეუბნება ყველაფერს! მოკლედ, გოგოებო, რთულია კი, მაგრამ თუ ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, ბევრი ბავშვი გააჩინეთ”.