ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ჩინურ სიბრძნეს ვუმეორებ: „ნუ მაჩუქებ თევზს, მისი ჭერა მასწავლე გელა ჩარკვიანი თავისი მომავალი ბიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე სოციალურ ქსელში. ამჯერად მორიგი ამონარიდი მისი და ნანას ურთიერთობებს ეხება:
"აღარც ისე პატარა ნანა დავასაქმე – ჩემს ციფრულ კონსულტანტად დავნიშნე. თვეში 20 ლარს ვუხდი. ევალება გაასწოროს ჩემი კომპიუტერული უვიცობის გამო დაშვებული შეცდომები და ჩაატაროს ოპერაციები – რაღაც გადაიტანოს დესკტოპზე, ტექსტები ერთმანეთს მიაბას, ანუ ის, რის გაკეთებასაც ზოგჯერ (საკმაოდ ხშირად) თვითონ ვერ ვახერხებ. ერთ წამში ყველაფერი მზად აქვს, ისე, რომ ვერაფერს ვიგებ, რა, როგორ და რის შემდეგ დააწკაპუნა. ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ჩინურ სიბრძნეს ვუმეორებ: „ნუ მაჩუქებ თევზს, მისი ჭერა მასწავლე.“
ფრაგმენტი მომავალი წიგნიდან