წლების განმავლობაში რუსკა მაყაშვილისა და სანტა კლაუსის ცეკვას ვადევნებდით თვალს "საქართველოს ბანკის" საახალწლო კლიპს, უკვე ტრადიციულად, ყოველ წელს მოლოდინით ელის მაყურებელი. წლების განმავლობაში რუსკა მაყაშვილისა და სანტა კლაუსის ცეკვას ვადევნებდით თვალს, შემდეგ იყო სხვა ვარიაციებიც, წელს კი ძალიან პოზიტიური ვერსია გამოჩნდა - "ნიჭიერის" გამარჯვებულების თბილისის ბიჭუნათა კაპელისა და ახალგაზრდული გუნდის ბავშვების მონაწილეობით, რომლებსაც მაესტრო გელა ფარჩუკიძე ხელმძღვანელობს. პატარები საახალწლო სიმღერას ასრულებენ და ამ ხმების ფონზე ზამთრის ტყეში საოცრებები ხდება.
ვიდეომ სულ რამდენიმე საათში უკვე დააგროვა 100 ათასამდე ნახვა.
ამ პატარებმა 2017 წელს პროექტი "ნიჭიერი" მოიგეს და რამდენიმე რეკორდიც მოხსნეს. დღეისათვის მათ მიერ შესრულებულ "ქუინის" ლეგენდარულ სიმღერას "ბოჰემურ რაფსოდიას", რომელიც ნახევარფინალში იმღერეს და რომელმაც გაუთქვა მათ სახელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, 100 მილიონზე მეტი ნახვები აქვს სოციალურ სივრცეში.