“ბიბლუსში“ საახალწლო აქსესუარებს ერთ სივრცეში იპოვით თუ ახალი წლისთვის ემზადებით, ჯერ არ შეგიძენიათ საახალწლო ნივთები და არც იცით სად შეიძლება ისინი ყველაზე იაფად შეიძინოთ, მაშინ პასუხი მარტივია, “ბიბლუსში“ საახალწლო აქსესუარებს ერთ სივრცეში იპოვით, აქ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი აქვთ წარმოდგენილი, თანაც ისეთი, ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას რომ მოერგება.
ჩემი განსაკუთრებული ყურადღება სანტა კლაუსებმა მიიზიდა, რომლებსაც როგორც გაირკვა საკუთარი სახელებიც კი აქვთ: მაგალითად, ყველაზე უფროს სანტას დომენიკო ჰქვია, შუათანას ჯონი, უმცროსს კი ნოდიკო. „ბიბლუსში“ სხვა საინტერესო აქსესუარებსაც იპოვით, დაწყებული ნაძვის ხის სათამაშოებით, დასრულებული სხა საახალწლო დეკორაციებით.
ჩემი აზრით, ეს სწორედ ის პროდუქციაა, რომელიც ყველა ადამიანის ოჯახში უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ პროდუქციის ხარისხი თვალშისაცემად მაღალია, ფასები კი დაბალი და ყველასთვის მისაღები. გიზიარებთ ფოტოებს, რომლებიც „ბიბლუსის“ ფეისბუქგვერდზე მოვიპოვე.