მასწავლებლის გლობალური ჯილდო, 1 მილიონი ლარის გადაეცემა იმ ერთ მასწავლებელს, რომელმაც თავის პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი, კონტრიბუცია ჩადო ვლადიმერ აფხაზავა, გურიის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი იმ 50 მასწავლებელს შორის მოხვდა, რომლებიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარადგინეს.
ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ ჯილდოს მიღების შემთხვევაში, აფხაზავა აპირებს დაეხმაროს სხვა სკოლებს საქართველოში, რომლებსაც არ შეუძლიათ თანამედროვე ტექნიკის ან უცხოენოვანი ლიტერატურის შეძენა. გარდა ამისა, მასწავლებელი აპირებს დაეხმაროს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სათანადოდ მომზადების ფინანსური შესაძლებლობები არ აქვთ.
მასწავლებლის გლობალური ჯილდო, 1 მილიონი ლარის გადაეცემა იმ ერთ მასწავლებელს, რომელმაც თავის პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი, კონტრიბუცია ჩადო. ლადო აფხაზავას გარდა, ნომინაციაზე წარდგენილები არიან მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ ლადო აფხაზავა საქართველოში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. მან ამ კონკურსში 2017 წელს გაიმარჯვა.
გაიცანით უფრო უკეთ ვლადიმერ აფხაზავა სტატიაში:
''მომავლის მასწავლებელი უნდა იყოს პოლიტიკოსი'' - მასწავლებლის ეროვნული ჯიდოს მფლობელი