პირველი ქალი პრეზიდენტი ინაუგურაციაზე თეთ-წითელ სამოსში წარსდგა
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, "ბატონის სასახლეში" გაიმართა. პირველი ქალი პრეზიდენტი ინაუგურაციაზე თეთ-წითელ სამოსში წარსდგა. თეთრ სამოსში გახლდათ ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც.
სალომე ზურაბიშვილს ყოველთვის მიიჩნევდნენ გემოვნებიან პოლიტიკოსად და სამართლიანადაც - მიდი კაბები და ქვედაბოლოები, პიჯაკები, მკვეთრი ფერები, მასიური საყურეები და აქსესუარები ზურაბიშვილს ყოველთვის გამოარჩევდა სხვა პოლიტიკოსი ქალებისგან. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მან მასიურ ბეჭდებსა და საყურეებზე უარი თქვა და შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა შეხვედრებზე.
სალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე
აჩი მეფარიძე და თემურ თათარაშვილი
ლალი ბადურაშვილი და ქეთევან კიკნაძე
ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საკუთარ სტილზე თავად ზრუნავს და ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი მისი ყველაზე დიდი შემფასებელია. თუმცა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ზურაბიშვილი ქართველ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის მან კაბა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან შეიკერა.
სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ქორწილი
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის სამოსით წარსდგა. დიასამიძე მაკა ასათიანის საყვარელი დიზაინერია და ბარსელონაში მისი მაღაზიის Darial-ის კრეატიული დირექტორი. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში, ემიგრაციაში გაიზარდა და მათ ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.
სალომე ზურაბიშბილის ვაჟი ინაუგურაციას ქართული ჩოხით ესწრებოდა.