საბას კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, ნიტა კი უფრო ხშირად პოზირებს მოდელ დედასთან ერთად
მოდელი ლალი ტოტიკაშვილი უკვე მეორე წელია ტრადიციას არ ღალატობს და საახალწლო, ლამაზ ფოტოსესიას შვილთან ერთად იწყობს..
ლალი 12 წლის საბას და 9 წლის ნიტას დედაა. საბა კალათბურთითაა გატაცებული, ნიტას კი ჰიპ-ჰოპი მოსწონს, თუმცა როგორც ხდება, აზრები ხშირად ეცვლებათ. მოდელს შვილებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და თვლის, რომ სწორედ ესაა "გასაღები" მათთან ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად...
"ყოველთვის ვუსმენთ, რა უნდათ, როგორ უნდათ და საერთო გადაწყვეტილებას ვიღებთ. "ჩვენ ასე გვინდა და ასე უნდა იყოს" - ეს მიდგომა ჩვენს ოჯახში არ არსებობს. მაქსიმალურად ვუწვეთ ანგარიშს ერთმანეთს და ეს მათთვისაც სამაგალითოა. ბავშვი პატარა ასაკიდან უკვე პიროვნებაა, გააჩნია საკუთარი აზრი, სურვილები, რომელიც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, ამით მერე თავად შვილებიც სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას. ეს თუ არ იქნება, ვერცერთ ურთიერთობას, ვერსად ვერ ააწყობს ადამიანი," - ამბობდა ლალი ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ლალისგან განსხვავებით, საბას კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, ნიტა კი უფრო ხშირად პოზირებს მოდელ დედასთან ერთად. საახალწლო ფოტოსესიამ ამჯერადაც დიდი მოწონება და თბილი კომენტარები დაიმსახურა.
თეკლა ჟვანია