მეგობრები, მენტალურად მასზე ნაკლები დონის ადამიანებს არ აჰყვეს საქართველოს რიგით მეხუთე, მაგრამ პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დიდი ხმაური მოჰყვა. გარდა საორგანიზაციო და პოლიტიკური საკითხებისა, განხილვის საგანი მთავარი მოქმედი პირებისა და მიწვეული სტუმრების ჩაცმულობა გახდა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დროშის ფერებში იყო გამოწყობილი, მის ჩაცულობაზე დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ იზრუნა, ქალბატონ სალომეს გვერდს შვილები უმშვენებდნენ, თეიმურაზ გორჯესტანი ეროვნული სამოსით იყო წარმოდგენილი, ქეთევანმა კი არჩევანი ზურმუხტისფერ ლაბადაზე გააკეთა. ასევე საინტერესო გახლდათ ყოფილი პირველი ლედის იმიჯიც. მაკა ჩიჩუამ ტრადიციას არ უღალატა და დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის სამოსი მოირგო. როგორც ყოველთვის, პირველი ლედი ამჯერადაც დახვეწილი სტილით და სისადავით გამოირჩეოდა.
ინაუგურაციაზე მიწვეულები იყვნენ ქართული შოუბიზნესის ის ვარსკვლავები,რომლებიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კანპანიაში იყვნენ ჩართულნი. მათ ჩაცმულობაშიც დომინანტი შავი ფერი და ბეწვეული იყო. მაგალითად, მომღერალ მარიკა თხელიძის რუხი ფერის ქურქმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამ აჟიოტაჟით შეწუხებულმა მომღერალმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა:
"ბეწვის ქურქის ჩაცმას ასეთი გამოხმაურება მგონი ჯერ არ მოჰყოლია. რა გჭირთ, დალოცვილებო, რამე წაგართვით მე და ჩემმა კოლეგებმა ან აზრი გკითხეთ ჩაცმასთან დაკავშირებით?! ჩემზე ან ჩვენზე სამაგალითონი რითი ხართ?! სხვაზე ქილიკით?! რომელიც პატარა ადამიანების მახასიათებელი ნიშანია სხვათაშორის. უსიყვარულობის ზეიმი ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, რაც ურწმუნობის შედეგია. ვწუხვარ ძალიან. მეტი სიყვარული, დალოცვილებო და ნაკლები "ენის ტლიკინი" - ნათქვამია მარიკას პოსტში.
მარიკას მეგობრები ამხნევებენ და ურჩევენ, მენტალურად მასზე ნაკლები დონის ადამიანებს არ აჰყვეს.
სამაგიეროდ, აჩი ფურცელაძე პირველი იყო,ვინც უკვე კანონმდებლობითა და უფლებამოსილებით აღჭურვილ პრეზიდნეტთან სელფი გადაიღო და ამით იწონებდა თავს სოციალურ ქსელში.
თეკლა ჟვანია