"თუ ქმარი მოდძალადე გყავს, იმიტომ უნდა დაანგრიო სხვისი ოჯახი?" ჩცდ-ს მორიგი სერია ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, განსაკუთრებით ქეთისა და ზაზას გულშემატკივრებისთვის. ექიმის ცოლმა ღამატის შესახებ გაიგო და აპირებს ქეთის ქმარს სიმართლე უამბოს. როგორც ყოველთვის, სერიის ამ დრამატულ ეპიზოდებს მკითხველთა დიდი გამოხმაურება და ასობით კომენტარი მოჰყვა. სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სერიალის განმავლობაში ქეთი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და დაჩაგრული ქალია, არაერთ ეპიზოდში გვინახავს, რამდენად უსამართლონი არიან მის მიმართ ქმარიც და ახლობლებიც, მაყურებელმა ამ სასიყვარულო ინტრიგაში ისევ ქეთი დაადანაშაულა, კომენტარების ავტორები ძირითადად ქეთის აკრიტიკებენ და მას ზაზას ხელით სიკვდილს უწინასწარმეტყველებენ.
"ორი ნაგავი კაცი და სულელი ქალი"
"ზაზა კარგი ბიჭია, ადამიანურადაც. გაიხსენეთ, გოგოს შეუყვარდა ზაზა და რომ გაიგო ზაზამ, ეს გოგო უპატრონო იყო, როგორ დაეხმარა პატიოსნად, ადამიანურად. გაიხსენეთ ზაზას ვაჟკაცური, კაცური, ადამიანური თვისება?ქეთი ტიპიური ჩერჩეტი გოგოა. იმიტომაც ხდება მის თავზე ის, რაც ხდება. ქეთი არის ქალი, რომელსაც ერთ თბილ სიტყვაზე შეუძლია გაკოტრიალდეს ისე, არც იფიქროს, რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს. ერთ აფერისტ კაცთან უნდა ყოფნა, 1თვის გაცნობილთან... შტერი!"
"რატომ აბრალებთ ზაზას ამ ყველაპერს, ვერ ვიგებ?თუ ქმარი მოდძალადე გყავს, იმიტომ უნდა დაანგრიო სხვისი ოჯახი? შემეცოდა ეს ცოლი ძალიან. ქეთი კიდევ ყველაპრის ღირსია. უტვინო ქათამი".
"ზაზა შემეცოდა, როგორც მამაკაცი. არ მოუხდება თავზე ლაფდასხმულის როლი. ველოდები კაცურ ნაბიჯს".
"ქეთის აღსასრული ახლოვდება .....ან ქმარი მოუღებს ბოლოს, ან საყვარლის ცოლი"
"ზაზუ, რას გიშვება ეს ცოლი"
კრიტიკულ კომენტარებს ვერც ექიმი გადაურჩა:
"ვერ გავიგე, ცოლი თუ არ უყვარს რატომ არ შორდება? რა აბდაუბდა არაკაცია!ქალისიც ვერაფერი გამიგია, რად უნდა ასეთი ქმარი?"
"ცოტას იკივლებს ცოლი და მერე მაინც აპატიებს , დღეს ასეა 80 პროცენტი, მერე უცებ კარგი ქმარი გახდება, მერე კიდე ახალი "კეთი" გამოჩნდება და ასეა უსასრულობამდე"
"ასეთი მოღალატე ქალიც და კაციც რატომ უნდა არსებობდნენ და სხვას ტკივილს აყენებდნენ. ზაზასი მე მეშინია. დებილი გოგოაა"
"როცა ადამიანი ერთხელ გიღალატებს და შენ მას პატიობ ის აუცილებლად გიღალატებს ბევრჯერ.ამიტომ პირველივე შემთხვევისას უნდა გაუშვა და შეეგუო რო ის შენნაირს არ იმსახურებდა" - ასეთია ინტერნეტმომხმარებელთა შეფასებები.