მე-9 კლასის მოსწავლის მამა კლასში შეიჭრა და თავისი შვილის კლასელს სცემა მე-9 კლასის მოსწავლის მამა კლასში შეიჭრა და თავისი შვილის კლასელს სცემა. შემთხვევა ვოლგოგრადის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. შვილმა მამას უამბო, თუ როგორ ემუქრებოდა ცემით თანაკლასელი გოგონა. სკოლაში ყველა აღნიშნავდა, რომ ნატაშა რთული ბავშვი იყო და რომ ის პრობლემებს უქმნიდა როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს. იმ დღეს ნატაშამ უხეშად უპასუხა მასწავლებელს. როდესაც პედაგოგს 2 მოსწავლე გამოესარჩლა, გაკვეთილების შემდეგ ერთერთს ნატაშამ სცემა და მეორესაც იგივეთი დაემუქრა.
როგორ სჯის ქართული სასამართლო არასრულწლოვნებს
ნაცემმა და შეშინებულმა გოგონამ მამას მოუყვა მომხდარის შესახებ. მამამ კი დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა.
პედაგოგების გადმოცემით, მამაკაცი შეიჭრა საკლასო ოთახში, გაათრია ნატაშა დერეფანში და სცემა. ნატაშას დედა ასე ჰყვება ამ ამბავს:
"კაცმა თმით გამოათრია მერხთან მჯდომი ჩემი შვილი, გაიყვანა დერეფანში და ხელის გულები ურტყა, მუშტები არა, რათა ცემის კვალი არ დატყობოდა. მასწავლებელი ცდილობდა მამაკაცის გაჩერებას, მაგრამ ვერ ახერხებდა. შემდეგ კიბის საფეხურზე დაარტყმევინა თავი და გაიქცა. არავის უცდია პოლიციის გამოძახება და ბავშვის დახმარება.".
დედა მაშინვე მივიდა სკოლაში და ნახა შვილი, რომელსაც ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. მან მაშინვე დაწერა განცხადება, ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. "მესმის, რომ რთული შვილი მყავს, მაგრამ არავის აქვს უფლება მისი ცემის!" – ამბობს დაზარალებულის დედა.
პედაგოგები არ ამართლებენ მამის საქციელს, თუმცა ხსნიან იმით, რომ მან დაიცვა თავისი შვილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცი დაჯდა კიბეზე, თავზე შემოირტყა ხელები და გააცნობიერა, რაც ჩაიდინა. მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე.
დედის მოთხოვნით გოგონა სახლში იმეცადინებს, წლის ბოლოს კი ჩააბარებს გამოცდებს.
სპეციალური სამსახური გაარკვევს, მუშაობდა თუ არა ვინმე მოზარდთან ( ფსიქოლოგი, პედაგოგი). ასევე, შეფასდება ინციდენტის დროს დირექტორისა და პედაგოგების ქმედებები.