უგროვებენ თუ არა მასწავლებლებს საჩუქრების ფულს ევროპის ქვეყნებში როგორც ჩანს, მასწავლებლებისთვის საჩუქრების მომზადება მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია არ არის. BBC წერს, რომ იმავე პრაქტიკას მიმართავენ ბრიტანეთშიც, სადაც პედაგოგები მოსაწავლეებისგან სპეციალურად მათთვის დამზადებულ სამაჯურებს, სპა-ვაუჩერებს, ვისკისა თუ შოკოლადების ნაკრებებს იღებენ.
BBC წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში მდებარე რამდენიმე სკოლამ მშობლებს სთხოვა, არ იყიდონ საჩუქრები მათი შვილების მასწავლებლებისთვის, რადგან მხოლოდ "მადლობაც" ძვირფასი საჩუქარია.
"მოვუწოდებ ყველა ბაღის თანამშრომელს - არ განხორციელდეს თანხის აკრეფა ბაღებში!"
მშობლებისთვის შექმნილი ვებგვერდის MUMSNET მომხმარებელი წერს, რომ სხვა მშობლები მასწავლებლებისთვის ძვირადღირებულ საჩუქრებს ყიდულობენ, მათ კი, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასეთი ძვირფასი ნივთების შეძენა არ შეუძლიათ. სკოლების ნაწილში კი მშობლები აგროვებენ თანხას, რომ საჩუქარი საერთო სახსრებით იყიდონ მასწავლებლისთვის.
ბლოგერი ნატალი ბრაუნი აღნიშნავს, რომ შოკირებული დარჩა, როდესაც მასწავლებლის საჩუქრისთვის 10 ფუნტის დადება მოსთხოვეს.
"კლასში 30 მოსწავლეა, თუ ყველა მათგანი 10 ფუნტს დადებს, 300 ფუნტი შეგროვდება, რაც მგონია, რომ მეტისმეტია!" - ამბობს ბრაუნი.
მასწავლებელი და ბლოგერი ჯონ დებელი იხსენებს შემთხვევას, როდესაც მას რესტორნის 50 ფუნტიანი ვაუჩერი აჩუქეს. დებელის თქმით, მასწავლებლებისთვის საჩუქრის ჩუქება ბევრი ბავშვისთვის ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ეს ოჯახიებსთვის, ხშირად, ძალიან რთულია. ამასთან, როგორც BBC წერს, მშობლები ცდილობენ, ერთმანეთს აჯობონ და მასწავლებლებს საჩუქრების დატევას მანქანაშიც ვერ ახერხებენ.
"რატომ აგროვებინებენ ფულს მშობლებს საჩუქრების საყიდლად სასკოლო ზეიმისთვის?"
ქართულ სკოლებში ამ მხრივ რა ვითარებაა, ჩვენს მკითხველს არ ესწავლება. ამიტომ დავინტერესდით, რამდენად მიღებულია მასწავლებლების ფასიანი საჩუქრებით განებივრება სხვა ქვეყნებში. ამ კითხვით სახვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მივმართეთ.
მაია ტურაბელიძე, იტალია:
"მასწავლებლების დასაჩუქრება აქაც გავრცელებული წესია. საკმაოდ შეწუხებულიც ვიყავი, განსაკუთრებით, დაწყებით კლასებში, თუმცა მერეც ხდებოდა. ჩუქნიან სუვენირებსაც, სამკაულებსაც, ზოგჯერ ოქროსაც. ერთხელ შარფიც ვუყიდეთ. ამას ემატებოდა ნამცხვრები, კარგი სადილი რესტორანში... ერთხელ პროექტი შეიმუშავეს - როგორ ცხვება პიცა და ბავშვები პიცერიაში წაიყვანეს. მასწავლებლებმა გემრიელად მიირთვეს, ბავშვებს კი თითო-თითო ნაჭერი შესთავაზეს მხოლოდ.
ნატო ბეჟანიშვილი, გერმანია:
აქ 5 ევროზე მეტი ღირებულების ნივთის ჩუქება აკრძალულია. ისედაც არ არის ამის მცდელობა და ტრადიცია. დაბადების დღეზე ნებადართულია ერთი ყვავილის ჩუქება.