რატომ დასცინიან ორსულ მეგან მარკლს
რატომ დასცინიან ორსულ მეგან მარკლს
2018 წლის Fashion Awards-ის ცერემონიაზე გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელში არ წყდება ჰერცოგინიაზე მითქმა-მოთქმა. ინტერნეტ მომხმარებლებს უჩვეულოდ მოეჩვენათ, პრინცი ჰარის ორსული მეუღლის ჟესტები. ფოტოს ქვემოთ, კომენტარებში ჰერცოგინია ნარცისიზმში დაადანაშაულეს და ვარაუდი გამოთქვეს, რომ მას მუცელზე წარა-მარა ხელის მოკიდებით საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურდა საკუთარი პერსონის მიმართ.

"მეგან, ჩვენ ვიცით, რომ ორსულად ხარ!", მეგანი ხელებს არ აშორებს მუცელს, რაც არ მიმაჩნია ღირსეულ ჟესტად. არ იქნებოდა ურიგო მანერები კეიტ მიდლტონისგან გადაეღო", მარკლს თავი მადონა
ჰგონია", "არსად მინახავს ორსულს ამ სიხშირით ელაგოს მუცელზე ხელები",- წერენ მომხმარებლები.
mshoblebi
თუმცა, მეგანს დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მომავალი დედის ქცევა სავსებით ნორმალურია: "ხელის სმა ამშვიდებს ნაყოფს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედა სტრესშია", ასეთი სახით ურთიერთობა პატარასთან, ძალიან სასარგებლოა", "მეგანი თვითონ გადაწყვეტს, სად როგორ მოიქცეს".

შეგახსენებთ, რომ მეგანის ორსულობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ცნობილი გახდა ოქტომბრის შუა რიცხვებში. ელიზაბეტ II -ის შვილთაშვილი 2019 წლის გაზაფხულზე დაიბადება. მომავალი ბავშვის ნათლიები იქნებიან ჯორჯ და ამალ კლუნები.

12106
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ქეთო
18
დასაცინია, აბა რა! დონალდ დაკს გავს, მასავით იქცევა და თავი ჰერცოგინია გონია (მერე რა, რომ ტიტული მიცეს).
22:42 / 19-12-2018
Sss
12
არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი
20:51 / 19-12-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```