დღეს მოსახლეობის უმრავლესობა საახალწლოდ საჩუქრებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სუფრაზე დღეს მოსახლეობის უმრავლესობა საახალწლოდ საჩუქრებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სუფრაზე. რა თქმა უნდა, ახალი წლის პირველი ემოცია ხომ სიხარულის მინიჭება უნდა იყოს, თანაც არამარტო ოჯახის წევრებისთვის - "სიქრეთ სანტა"ისეთი პოპულარული გახდა, რომ ერთ ოჯახს საკმაოდ ბევრი ადამიანის გასახარებლად უწევს ზრუნვა: შვილი კლასელები და მეგობრები, ჩვენი მეგობრები და კოლეგები, მეუღლის ახლობლები - მათგან თითო მაინც ხომ უნდა დაასაჩუქროს საიდუმლო სანტამ, თანაც არაერთხელ...
მოკლედ, საჩუქრებზე დიდი გაწამაწიაა - თუ ფასის, თუ მოსაძებნი დროის, თუ არჩევანის თვალსაზრისით. ამ დროს აქციებს და ფასდაკლებებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენი საიტიც, ვინაიდან ყოველთვის ითვალისწინებს მკითხველის საზრუნავს, ეცდება მაქსიმალურად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, თუ სად ჯობია წინასაახალწლო საყიდლების მოწყობა მარტივად, დროის და ასევე თანხის ეკონომიით.
მოგეხსენებათ, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელს უზარმაზარი არჩევანი და მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს. არ უნდა დავივიწყოთ ბიბლუსის საიტიც, სადაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ სასურველი ნივთის ყიდვას, რომელსაც სახლში მოგიტანენ. თუმცა ჯობია თანმიმდევრულად და დეტალურად გადავხედოთ ახალ შემოთავაზებებს:
საახალწლო საჩუქრებისა და ნივთების ძალიან დიდი კოლექციაზე 35%–იანი ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზებაშია ყველაზე გამორჩეული პროდუქცია მათ შორის: ნაძვის ხეები, ნაძვის ხის სათამაშოები და სხვა საახალწლო დეკორაციები და აქსესუარები.
"ბიბლუსის" საახალწლო ფასდაკლება ყველა ფილიალში მოქმედებს, თუმცა ნაძვის ხეებისა და საახალწლო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი მაინც "ბიბლუსი გალერეებშია" წარმოდგენილი.
საახალწლო აქსესუარების გარდა საჩუქრებად, რა თქმა უნდა, წიგნებიც საუკეთესოა. "ბიბლუსში" 50%მდე ფასდაკლება წიგნების ფართო ასორტიმენტზე ჯერ კიდევ გრძელდება. მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ საახალწლოდ განაახლონ მათი საოჯახო ბიბლიოთეკა ან შეარჩიონ საინტერესო წიგნები საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრად, რადგან წიგნი ნამდვილად უნივერსალური საჩუქარია – ერთადერთი ნივთი, რომელიც ნებისმიერი გემოვნების, ხასიათისა თუ ინტერესების ადამიანს შეგვიძლია მოვარგოთ. კარგად შერეულ წიგნს, ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია – ახალი წლის დასაწყისში კი ასეთი განძის ჩუქება ნამდვილად სიმბოლური იქნება.
"ბიბლუსში" მისული მომხმარებელი ერთი სტუმრობით შეძლებს მისთვის სასურველი საახალწლო სივრცის მოწყობას და გალამაზებას, რადგან აქ ყველა ის ნივთია წარმოდგენილი, რომელიც გვჭირდება. სწორედ აქ შეავსებთ სასურველ საჩუქარსაც, შეძლებთ მის ორგინალურ შეფურთვას ან სულაც, თუ გსურთ თქვენი საჩუქარი ორმაგად სასიხარულო იყოს, ესტუმრეთ ბიბლუსი გალერეებში მდებარე "ბრმა პაემანის" კუთხეს, სადაც წარმოდგენილი წიგნები უკვე შეფუთულია, არავინ იცის შიგნით რომელი წიგნი იმალება. ამის ამოცნობა, მხოლოდ დეკორაციითა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ "ბიბლუსის" ფასდაკლება არა მხოლოდ წიგნის მაღაზიათა ქსელში, არამედ ვებგვერდზეც ვრცელდება, სადაც მომხმარებლებს მათთვის სასურველი წიგნების სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეძენა შეუძლიათ. 20 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე ტრადიციულად უფასო მიწოდების სერვისი მოქმედებს.