"ძალიან გავხდი და ვეღარ ვიმატებ"
გუფთან დაშორების შემდეგ ქეთა თოფურია საზოგადოების და ჟურნალისტების წინაშე პირველად გამოჩნდა. მან საახალწლო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
როგორც იცით, ქეთამ გუფის ღალატის შესახებ შეიტყო და ამის პატიება ვერ შეძლო. ქეთა ხმამაღლა მაინც არ საუბრობს ძველ სიყვარულზე, გუფს არ ახსენებს, თუმცა აღიარებს, რომ ბოლოდროინდელი მღელვარება მის გარეგნობასაც დაეტყო. მომღერალი ძალიან გახდა და წონაში მომატებას ვეღარ ახერხებს.
ვის გამო დაშორდნენ ერთმანეთს ქეთა და გუფი - ღალატის შესახებ უკვე ყველამ გაიგო
"ძალიან მინდა ცოტა მოვსუქდე, სამი კილოგრამი მაინც უნდა მოვიმატო, რომ იდეალურ ფორმაში ვიყო. გასუქება ძალიან ძნელი ყოფილა. მშობიარობის შემდეგ გავხდი, რა თქმა უდა, ბოლო დროს სანერვიულოც მქონდა. ახლა ყველაფერს ვჭამ, ხაჭაპურსაც კი, მგრამ რატომღაც ვერაფრით "ავკრიფე" კილოგრამები" - განუცხადა ქეთამ ჟურნალისტებს. რაც შეეხება კითხვას, ვინ არის ან როგორი უნდა იყოს მისი ოცნების მამაკაცი, ქეთამ არაფერი დააკონკრეტა.
"ნამდვილი მამაკაცი მჭირდება... ძნელია სიტყვებით გადმოსცე და აღწერო" - განუცხადა მან ჟურნალისტებს.