ახალი წლის მოახლოება ბავშვებს განსაკუთრებით უხარიათ. ეს ის პერიოდია, როცა ისინი საახალწლო საჩუქარს მოუთმენლად ელიან. ახალი წლის მოახლოება ბავშვებს განსაკუთრებით უხარიათ. ეს ის პერიოდია, როცა ისინი საახალწლო საჩუქარს მოუთმენლად ელიან. გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბევრი პატარა ასეთ დროს იმაზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს, თუ რას მოუტანს საახალწლოდ თოვლის პაპა. მშობლებიც, სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად, უფრო აქტიურად იწყებენ ფიქრს იმაზე, რომ ბავშვისთვის შერჩეული საჩუქარი ორიგინალურიც იყოს და აზროვნებაშიც ეხმარებოდეს პატარას.
თანამედროვე სამაგიდო თამაშები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ბავშვებში, არამედ უფროსებშიც.
გთავაზობთ ქართულ სამაგიდო თამაშებს, რომლებიც გასართობთან ერთად ერთად ბავშვებისთვის შემეცნებითიც აღმოჩნდება.
სამაგიდო თამაში - თოვლის გუნდა
ეს სამაგიდო თამაში კარგია არა მარტო გონების გასავარჯიშებლად, არამედ ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად. თამაშში მონაწილეობის მიღება 2-დან 6 წევრს შეუძლია. თოვლის გუნდა რომ არ დადნეს, მოთამაშეებმა მას თოვლის გუნდები უნდა მიუტანონ. ვინც ყველაზე სწრაფად მიუტანს, გამარჯვებულიც ის არის.
ეს აქტივობა საინტერესოა არა მარტო პატარებისთვის, არამედ, მშობლებისთვისაც. ასე რომ, თქვენს პატარას მეგობრებთან ერთად გართობის გარდა, შეუძლია დრო თქვენთან ერთად გაატაროს და თავი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იგრძნოს.
სამაგიდო თამაში - დევების ციხესიმაგრე
ესაა თამაში მთელი ოჯახისთვის. თავგადასავლების მოყვარული პატარებისთვის "დევების ციხესიმაგრე" ნამდვილად კარგი გასართობი იქნება.
თამაშს პირველი ის იწყებს, ვინც ყველაზე მაღალ ციფრს გააგორებს. სათამაშო დაფაზე საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებით. სტარტის ყოველი გავლისას, ერთი დევი გემატებათ.
მემო თამაშები
მემო თამაშებიც სამაგიდო თამაშების ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვისაა საყვარელი. ავითარებს დაკვირვების უნარსა და ვიზუალურ მეხსიერებას. თამაშის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი წყვილი ბარათის პოვნა.
მეხსიერების თამაშები მრავალფეროვანია. შესაბამისად, პატარებს შეგიძლიათ შეურჩიოთ მემო თამაში მის საყვარელ ანიმაციურ პერსონაჟთან ერთად.
ვისწავლოთ თამაშ-თამაშით
მშობლების დიდი ნაწილი ცდილობს, რომ შვილები სკოლის ასაკამდე ამეცადინოს. ეს თამაში ყველაზე პატარებისთვისაა, მათთვის, ვინც ახლა სწავლობს რიცხვებსა და თვეებს. თუ გინდათ, რომ სწავლის პროცესი ბავშვისთვის სახალისო იყოს, "ვისწავლოთ თამაშ-თამაშით რიცხვები" და "ვისწავლოთ თამაშ-თამაშით თვეები" სწორედ ისაა, რაც თქვენს პატარას ახალ წელს უნდა აჩუქოთ.
სათამაშოს მოჰყვება ილუსტრირებული წიგნები - "ამბები რიცხვებზე" და "ამბები თვეებზე", რომლითაც პატარა თითოეულ რიცხვსა და თვეს გაიცნობს, შემდგომ კი შეეცდება, იპოვო წყვილ-წყვილი ბარათები და შეაერთოს სრულყოფილი ნახატის მისაღებად. რითაც მიღებულ ცოდნას უფრო განიმტკიცებს.
პაზლები
ბავშვისთვის სასიხარულო საჩუქარი იქნება ასაწყობი პაზლები, რომლის აწყობაშიც მშობლებიც დაეხმარებიან. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა მათთვის, რომ დრო სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გაატარონ.
თოვლის გუნდას ამბები
წიგნთან ურთიერთობას ადამიანი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს. წიგნი ბავშვისთვის მიმზიდველი რომ იყოს, საჭიროა მისი ილუსტრირება და სახალისო დეტალებით შევსება. გარდა "დისნეის წიგნებისა", გამომცემლობა "პალიტრა L" გვთავაზობს სახალისო ამბებს თოვლის გუნდაზე სერიაში "თოვლის გუნდას ამბები". თითოეული ახალი წიგნი ახალი სათავგადასავლო ამბავია. წიგნს ასევე მოჰყვება ფერადი სტიკერები.
სამაგიდო თამაშების შეძენა საახალწლო ფასდაკლებით შესაძლებელია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში.