- პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით, 2002-2004 წლებში მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში (ბიზნესის მართვის მაგისტრი). 2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი.
2004 წლის მაისი - 2008 წლის ნოემბერი – SFK Gროუპ - გენერალური დირექტორი. 2008 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვალი – Lufthansa Servise Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში.
მისი მეუღლე 1983 წელს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა. პროფესიით ექიმი ბაქტერიოლოგი. ჰყავს შვილი, ანა, რომელიც მოსკოვში 2010 წელს დაიბადა.
რაც შეეხება
მის ქონებრივ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით ის ასე გამოიყურება:
გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე, ხელფასის სახით, აიღო 64,880 ლარი, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აიღო 10 127 ლარი.
ხოლო მისმა მეუღლემ, "ავერსის" ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე 2017 წელს აიღო 13 502 ლარი.
დეკლარაციის მიხედვით, მარიკა ფანცულაიამ საჯარო რეესტრში, 2018 წლის 3 იანვარს, 720 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.
გიორგი გახარიას კი 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქალიშვილის სწავლის საფასური 5220 ევრო დაუჯდა, მშობლების საცხოვრებელი ბინის რემონტი 50 000 ლარი და ასევე მამას - ზაურ გახარიას 120 000 აშშ დოლარი აჩუქა.
გიორგი გახარიას კრედიტის სახით ავტოგანვადებისთვის 2015 წელს აღებული აქვს 11 370 დოლარი, აქედან გასავალი 2017 წელს ჰქონდა 6000 აშშ დოლარი.
სადაზღვევო სესხის სახით კი აღებული აქვს 2102 აშშ დოლარი, გასავალი ჰქონდა 1100 დოლარი.