დღეს, 21:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
ცერემონია საგანგებო საახალწლო დადგმასაც მოიცავს, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა, ხოლო კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე. წარმოდგენას პირველად ეყოლება სუდო თარჯიმანი. ნაძვის ხის ანთების ცერემონიაში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო მონაწილეობა.