ახალი წლის დღესასწაული ის დროა, როცა ყველა სასწაულის მოლოდინშია. ახალი წლის დღესასწაული ის დროა, როცა ყველა სასწაულის მოლოდინშია. დაე, ეს დღე იყოს ყველაზე უჩვეულო და მხიარული. ბავშვისთვის საჩუქრის გადაცემა უნდა იყოს სიურპრიზი, სასწაული, მოულოდნელობა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყველაზე მარტივი ხერხი აირჩიოთ: დილით ან საღამოს პატარას ჩუქნით საჩუქარს ან წიგნს შემდეგი სიტყვებით: „ნახე, როგორი ზღაპრული საჩუქარი მოგიტანა თოვლის პაპამ“, მაგრამ მსგავს „სიურპრიზს“ საჩუქრის ყოველგვარი შთაბეჭდილების მოსპობა შეუძლია.
მოდით, საჩუქრის გადაცემის ბევრად უფრო ორიგინალურ საშუალებებს გავეცნოთ:
1. ახალი წლის დადგომამდე
მოუთმენელი ბავშვისთვის ყველაზე რთულია სანუკვარი დღისთვის ლოდინი. ბავშვს პატარა სასწაულების რწმენა რომ გაუმყაროთ და მოლოდინის განცდა შეუმსუბუქოთ, ახალ წლამდე 2-3 დღით ადრე შეგიძლიათ მცირე საჩუქრების მიწოდება დაიწყოთ.
2. თოვლის ბაბუ სახლში მოდის
ბავშვებს სჯერად ახალი წლის სასწაულებისა და სანტა კლაუსის არსებობის. სახლში სანტა კლაუსის მოსვლა ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე გახდება.
3. სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმული ძია
სამწუხაროდ, ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება სანტა შინ მიიპატიჟოს, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? ამ დროს გამოგვადგება ბავშვისთვის ნაკლებად ნაცნობი „ვინმე ძია“, სასურველია მსახიობური ნიჭით. საკმარისია მხოლოდ სანტა კლაუსის ფორმა და წვერი იშოვოთ.
4. რა დევს ნაძვის ხის ქვეშ?
საღამოს ბავშვს ვუყვებით, თუ როგორ დადის სახლში სანტა და როგორ ტოვებს საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ. დილით, თქვენი შვილი პირველ რიგში ნაძვის ხისკენ გაეშურება, სადაც იპოვის საჩუქარს, რომელსაც დიდხანს ელოდა. საჩუქრის აღმოჩენა შეიძლება 31-ში საღამოსაც.