წინასაახალწლო პერიოდი ქალებისგან განსაკუთრებულ ენერგიასა და გამძლეობას მოითხოვს. ვის არ უოცნებია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოეჭირა ღამით, ოთახში ჩუმად შემოპარული სანტა ნაძვის ხესთან? საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ ხსნის ვეება წითელ ხურჯინს, იქიდან ლამაზად შეფუთული საჩუქრები ამოაქვს და ნაძვის ხის ქვეშ აწყობს.
მერე როგორ მიიპარება ქურდივით ფანჯრიდან (აბა თბილისურ ბინებში ბუხარი სადაა). ალბათ ყველას შეგიმოწმებიათ ახალი წლის დილას მისი ნაკვალევი... მოკბეჩილი ორცხობილა, ფანჯრის რაფაზე ჩექმის ანაბეჭდი, ნახევრამდე დალეული კაკაო და ა.შ.
მართალია, სანტა კლაუსი არასოდეს არავის გვინახავს, მაგრამ მისი არსებობის რაც შეიძლებოდა დიდხანს გვჯეროდა. მერე იყო საშინელი იმედგაცრუება და უამრავი გაჩენილი შეკითხვა - რატომ გვატყუებდნენ მშობლები? ვინ გამოიგონა სანტა? იქნებ მართლა არსებობს, უბრალოდ უფროსებს აღარ სჯერათ მისი და სხვა მრავალი...
აღიარეთ, უფროსებსაც როგორ გაგიხარდებოდათ, თქვენთვის საჩუქარი სანტას რომ მოეტანა? ნამდვილს თუ არა, საიდუმლოს მაინც... ახალი წლის ღამეს ხომ ყველაზე მეტად ახლობლებისგან საჩუქრების მიღება გვაბედნიერებს?
მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენთან არც ნამდვილი სანტა მოდის, არც მისი ასლი, არც საიდუმლო სანტა გვყავს და ნათესავებსაც დავავიწყდით... სახლშიც მარტო უნდა შევხვდეთ ახალ წელს. თავი Forever alone-ად რომ არ იგრძნოთ, ჩვენ გასწავლით, ვინ მოგართმევთ საჩუქარს შინ მაშინ, როცა სანტას დაავიწყდით.
წინასაახალწლო პერიოდი ქალებისგან განსაკუთრებულ ენერგიასა და გამძლეობას მოითხოვს. ეს ის დროა, როდესაც მათი გონება (და კუნთები) 31 დეკემბრის 12:00 საათამდე წარმოუდგენლად დაძაბულ რეჟიმში მუშაობს.
ქალები ადგენენ საყიდლების უშველებელ სიას, ყიდულობენ პროდუქტს, საჩუქრებს, მერე ამზადებენ, ამზადებენ, ამზადებენ... პარალელურად, ალაგებენ სახლს, რთავენ ნაძვის ხეს, ფუთავენ საჩუქრებს, უვლიან შვილებს, ქმარს (თუ ჰყავთ - შინაურ ცხოველსაც) და ბოლო წუთებში ასწრებენ ტანსაცმლის გამოცვლასა და თავის მოწესრიგებას...
ეს არც ისე ადვილია! პირველ რიგში, ქალებმა საკუთარ სურვილებსა და აუხდენელ ოცნებებზე უნდა იფიქრონ. მათ ხომ უამრავი რამ სჭირდებათ?
რა მოხდება, თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, საკუთარ თავს საჩუქარს გაუკეთებთ და თავიდან აიცილებთ უსაშველო საცობებს, რიგებს, ხალხით გადავსებულ მაღაზიებში პროდუქტების ძებნას. ასეთ დროს ისე იღლები, ისე იბნევი, რომ შეიძლება ყველაზე საჭირო რაღაც დაგავიწყდეს...
საყიდლებიდან დაბრუნებულს აღარც კერძების მომზადების თავი გაქვს და აღარც ახალი წლის შეხვედრის. ეს ყველაფერი რაღაცნაირად გამოცდის ჩაბარებას ჰგავს. ყველაფერი ათიანზე უნდა გააკეთო და მოასწრო.
აბა ახლა წარმოიდგინეთ სიტუაცია: თბილი, ლამაზად მორთული სახლი. ტელევიზორში საახალწლო ფილმი, ან კონცერტი გადის, გარეთ საშინლად ცივა, მაგრამ არ გადარდებს, რბილ დივანზე ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში, ლეპტოპით არჩევ პროდუქტებს. ონლაინ სუპერმარკეტში. მშვიდად გადაამოწმებ სიას, რაიმე ხომ არ გამოგრჩა. შემდეგ, საკუთარ საჩუქარს არჩევ, აბა უსაჩუქროდ ხომ არ დარჩები მართლა? - გაჯეტები, აქსესუარები, ყვავილები - ირჩევ სასურველ საჩუქარს და ვუალა! ერთ საათში კარზე კაკუნია!
ონლაინ მაღაზია Momitane.ge-ს კურიერი შენთან ხელდამშვენებული მოდის.
მაცივარი სავსეა, ნერვები - წესრიგში. უამრავი დრო გაქვს იმისტვის, რომ მოწესრიგდე, ლამაზად გამოეწყო, თვალი გადაავლო ივენთებს და მეგობრებთან ერთად წახვიდე. ჰო, მართლა, მათთვისაც შეგიძლია შეარჩიო საჩუქრები ონლაინ. სანტა კლაუსისგან განსხვავებით, Momitane-ს კურიერი ყოველთვის მოვა!
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!