"ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ მოდის"
ზუგდიდელი 14 წლის გოგონას, რომელსაც 4 დღე ეძებდნენ, თბილისში იპოვეს. დედის ინფორმაციით, ის უკვე სახლში მოდის, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
"არ ვიცი არაფერი, მარტო ის ვიცი, რომ ცოცხალია და კარგად არის. ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ მოდის", - თქვა დედამ.
მშობლები გოგონას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო შესაბამისი სამძებრო ჯგუფი.
"ინტერპრესნიუსი"