წინასაახალწლო პერიოდში საყიდლებზე სირბილი გარდაუვალია... წინასაახალწლო პერიოდში საყიდლებზე სირბილი გარდაუვალია. ხშირად ბავშვების წაყვანაც თან გვიწევს. ვისაც გამოუცდია, იცის, რა რთულია ბავშვებთან ერთად შემოირბინო სავაჭრო ცენტრი და გულდასმით აარჩიო ნივთები. პატარები ამ პროცესში ყველანაირად ხელს გვიშლიან, ყველაფერს ხელს ჰკიდებენ და ბევრ ყურადღებასაც მოითხოვენ. საყიდლები ხომ უფროსისთვისაც დამღლელია, ამიტომ ყოველთვის ჯობია სავაჭროდ ისეთ სივრცეს ეწვიოთ, სადაც უფროსიც შეძლებს სულის მოთქმას და ბავშვიც.
"ბიბლუსის გალერეებში, რომლებსაც უამრავი ხალხი აკითხავს წიგნებისა და ნივთების შესაძენად, სპეციალურად მომხმარებელთა კომფორტზე კაფე "პიატო" ზრუნავს. აქ ბავშვის დატოვებაც შეგიძლიათ, სანამ თქვენ სავაჭრო ცენტრს შემოივლით და სასურველ ნივთებზე გააკეთებთ არჩევანს.
"პიატოს" სამზარეულოში სპეციალურად არის გათვალისწინებული ბავშვების საყვრელი კერძები, უფროსებისთვის კი მენიუ ძალიან მრავალფეროვანია.
წინასაახალწლოდ პიატოში განახლებული გარემოა, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვს განიტვირთონ. ეს არის მყუდრო და კომფორტული სივრცე მომსახურების უმაღლესი ხარისხით. გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებს.
ძირითადად წარმოდგენილია იტალიური და ქართული სამზარეულო, 500-მდე დასახელების ღვინო, ისარგებლებთ სომელიეს უფასო მომსახურებით, რომნელიც გირჩევთ, რომელ კერძს რომელი ღვინო მოუხდება და პირიქით.
პიატო იმითაცაა გამორჩეული რომ ცოცხალი მუსიკა უკრავს - საქსაფონისტი, პიანისტი, ვოკალისტები. ხშირად ეწყობა მუსიკალური საღამოები და სახალისო აქტივობები, რომლის დროსაც სტუმრებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცემათ.
თუ "პიატოს" სტუმარი უნდა გახდეთ, ეს ინფორმაცია დაგჭირდებათ:
პიატოს ფილიალებში, სხვადასხვა მუსიკალური პროგრამაა წარმოდგენილი. ჭავჭავაძეზე ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს, საქსაფონისტის, მარიამ კიკვაძის, ვოკალისტების ლევან მეტრეველის და ანუკი დვალის მიერ შესრულებულ გემოვნებიან მუსიკას მოისმენთ.
კანდელაკის პიატოში, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს სტუმრების წინაშე, ახალგაზრდა პიანისტი ლუკა ტაბატაძე უკრავს. რაც შეეხება ბათუმს, ოთხშაბათს და შაბათს აქ ვოკალისტები მარიამ ტორონჯაძე და გიორგი ტუღუში მღერიან.
კაფე პიატოში შესაძლებელია 500-მდე დასახელების Allwine.ge-ს უნიკალური ღვინის დაგემოვნებაც.
პიატოში წარმოდგენილია უგემრიელესი საუზმე და ლანჩი, ასევე თვის კერძიც, რომელიც სისტემატიურად იცვლება. ამჯერად სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ პასტა კალმარებით.
პიატოს მისამართებია:
ჭავჭავაძის #7
კანდელაკის #7
ბათუმი, აბაშიძის #52
თელავი: ბახტრიონის და სააკაძის კვეთა
ვაჟა ფშაველას 47