მიხეილ ცაგარელი გთავაზობთ მომავალი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის.
კუროებისთვის საერთო ჯამში ეს კვირა კარგია. ენერგოტონუსი მაღალი იქნება, რის შედეგადაც კუროები უფრო მობილურები და აქტიურები იქნებიან. ემოციური სტაბილურობაც მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ეს ის დროა, როცა კუროებს ანალიტიკური უნარები უძლიერდებათ. მოკლედ რომ ვქვათ, შესანიშნავ ფორმაში იქნებით, მათ შორის, ინტელექტუალური კუთხითაც. ბედისწერა ნელ-ნელა კარგ შანსებს გაჩუქებთ: შეძლებთ სამოგზაუროდ წასვლას, საიმედო საქმიან პარტნიორებთან დაკავშირებას. ერთგული მეგობრები და მოკავშირეები წარმატებას მოგიტანენ და ასევე დაგეხმარებიან უნარების გამოვლენასა და ავტორიტეტის მოპოვებაში.
ეს კვირა ტყუპისგან ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან სასიცოცხლო პოტენციალი კლებას დაიწყებს. ამიტომ, გირჩევთ, არ დაიტვირთოთ ზედმეტად და არ აიღოთ თავზე გაზრდილი პასუხისმგებლობა. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს საქმიან შესაძლებლობებზე ნეგატიურად იმოქმედოს აჩქარებამ. ამავდროულად, ამ პერიოდში შესაძლებელია კარმული შეხვედრები, რომლებიც დიდ პრობლემებს შეგიქმნით — განსაკუთრებით, კვირის პირველ ნახევარში. რაღაც კუთხით, ეს გარკვეული ცვლილებების კვირაა. და მაინც, ტყუპს ამ რთული სიტუაციის სათავისოდ გამოყენება შეუძლია. თქვენ გაგიჩნდებათ კარიერის გაკეთების შესანიშნავი შესაძლებლობა, წაიწიოთ წინ და ხელფასიც კი მოგემატოთ. თუ ჭკუით გარისკავთ და პასუხისმგებლობასაც აიღებთ, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.
კირჩხიბებს ამ კვირაში სასიცოცხლო პოტენციალი მოემატებათ. ეს კარგი მომენტია თვითდამკვიდრების, წარმატებების განმტკიცებისა და საკუთარი მოთხოვნების წამოსაყენებლად. პარტნიორებთან უფრო მოქნილი ნაბიჯების გადადგმა გმართებთ, რათა გარკვეულ პრობლემებს თავი აარიდოთ. ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო, განსაკუთრებით, კვირის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარი უფრო სასიკეთოა: განმტკიცდება ოჯახური ურთიერთობები, კარგი დროა დასაქორწინებლად და ასევე პარტნიორული შეთანხმებების გასაფორმებლად.