ახლახან ბერა ივანიშვილმა მეუღლესთან - ნანუკა გუდავაძესთან ერთად საშობაო ფოტოსესია მოიწყო. წყვილი ახალ წელს ერთად პირველად ხვდება და როგორც ჩანს, საახალწლო, ჯადოსნური განწყობა სურთ, რომ ჩვენც გაგვიზიარონ. "პირველი შობა ოჯახთან ერთად" - წერს ბერა. ნანუკა კი შემდეგი სიტყვებით შემოიფარგლა: "ეს არის წელიწადის ყველაზე მშვენიერი დრო".