ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ფილანტროპი, მწერალი, ამერიკული კინო ხელოვნების ინსტიტუტის სიით მე-17 გამოჩენილი მამაკაცი-ლეგენდა კირკ დუგლასი, ცოტა ხნის წინ 102 წლის გახდა!
იგი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, 1996 წელს აიღო "ოსკარი" "შემოქმედების 50 წლის მანძილზე მორალური ძალისხმევისა და კინემატოგრაფიულ საზოგადოებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის". კირკ დუგლასი ასევე ცნობილი მსახიობის - მაიკლ დუგლასის მამაა.
102 წლის ასაკში კირკ დუგლასი არ კარგავს ოპტიმიზმს და სიმხნევეს და ამბობს, რომ დიდი გეგმები აქვს ცხოვრებაში განსახორციელებელი. მას და მის ცოლს 80 მილიონიანი ქონებიდან სურთ ქველმოქმედებაში დახარჯონ თავინთი შემოსავალი.
გთავაზობთ მსაახიობის რამდენიმე ბრძნულ გამონათქვამს, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ძლიერ პიროვნულ თვისებებს.
ვერ ისწვალი ცხოვრებას, თუ არ გეცოდინება გაცემა. თუ რაიმეს მიღწევა გსურს, მზად უნდა იყო წარუმატებელობისთვის. .ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ ბავშვობაში მქონდა ისეთი უპირატესობები, რაც მათ არ აქვთ. მე დავიბადე ისეთ სიღარიბეში, რომ ვერ ვიმოძრავებდი ვერც ერთი მიმართულებით-გარდა მაღლა სვლისა. მიეცით ბავშვებს მეტი თავისუფლება და შეცდომების დაშვების უფლება. ნუ დაახრჩობთ რჩევებით. პატივი ეცით მის ღირსებას. რაც უფრო უფროსი ხარ, მით ღრმად გრძნობ სიყვარულს. მივხვდი, რომ ღმერთს არ სჭირდება ჩვენი დიდება. მას მხოლოდ ერთი რამ სურს ჩვენგან-გავხდეთ უკეთესები. როდესაც პირველად დამიძახეს ჰოლივუდში, უარი ვთქვი. შემდეგ დაიბადა მაიკლი, ფული შემომაკლდა და და ჩამოვედი. ზოგჯერ რაც გაკავშირებს, ამავე დროს გაძლევს თავისუფლებას. თუ ცხოვრებაში შევხვდები ადამიანს, რომელიც არ არის ცოდვილი, არ მომინდებოდა მასთან ურთიერთობა. როგორ ცუდადაც არ უნდა მიდიოდეს საქმეები, არსებობს იმაზე უფრო ცუდი მდგომარეობა. ინსულტის შემდეგ მქონდა მეტყველების დეფექტი. მაგრამ რა მოხდა? მაისეისაც ჰქონდა, მაგრამ ამით რაიმეში ხელი შეეშალა? შეცდომები, რასაც ადამიანი მიიჩნევს შეცდომად, ხშირად არც წარმოადგენს შეცდომას. " ჯანდაბა, არ გამომივიდა, მაგრამ ვცადე მაინც"...ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები ჩემს ეპიტაფიად გამოდგება. სიბერე ადამიანს აქვს თავში. მე მოვყევი თვითმფრინავის ავარიულ დაშვებაში და გავიკეთე ოპერაცია ხერხემალზე. ჩამიდგეს კარდიოსტიმულატორი. გადავიტანე ძლიერი სტრესი და მქონდა თვითმკვლელობის მცდელობები, მაგრამ მე ვეუბნები საკუთარ თავს: უნდა ვისწავლო და გავიზარდო. ეს ერთადერთი "წამალია" სიბერის საწინააღმდეგოდ. სიკვდილის შემდეგ შეიძლება მოხვდეთ დიდ თეთრწვერა მოხუცის წინ და ჰკითხო მას:" ეს სამოთხეა?" ის გიპასუხებთ:"სამოთხე? თქვენ ხომ იქიდან მოდიხართ?" რელიგიამ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. ნამდვილად რაღაც ისე არ არის... ბევრს უყვარს წარსულის გახსენება. ამბობენ ადრე ფილმები უკეთესი იყოო...მე ასე არ ვფიქრობ. წარსულზე ერთი რამის თქმა შემიძლია-ის უკვე წარსულშია... სხვაზე ფიქრი ხელს გიშლით საკუთარ თავზე ზრუნვაში. მგონი ახლა ვიცი, თუ ვინ ვარ სინამდვილეში. ჩემი სისუსტეები თითქოს წლების მანძილზე იხარშებოდა ნელ ცეცხლზე. იხარშებოდა და ამოორთქლდა ნელ- ნელა. ფსკერზე კი დარჩა ის, რისკენაც ვილტვოდი დასაწყისში.