"ახალ წელს სულ თავს ვიკავებ ჭამისგან და სულ დიეტაზე, ვარ, მაგრამ ვგიჟდები გოზინაყზე და საახალწლო სუფრაზე"
მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა ტელემაყურებელს საკუთარი ოჯახის საახალწლო სამზადისის შესახებ უამბო:
"მიყვარს, როცა საახალწლო სამზადისი იწყება ადრე, წელს ცოტა დაავაგვიანეთ... პირველი ახალი წელია, როცა ბავშვებს არ სჯერათ "სანტაკლაუსის". ყველფერს ვაკეთებდით მეც და ზურაც, რომ დაეჯერებინათ, ვაცხობდი ყოველ წელს ნამცხვარს სპეციალურად "სანტაკლაუსისთვის" , რძეს ვუდგამდით და ისეთ სპექტაკლს ვაწყობდით, რომ ბავშვებს სჯეროდათ... რაც შეეხება სამზარეულოს, ახალ წელს სულ თავს ვიკავებ ჭამისგან და სულ დიეტაზე, ვარ, მაგრამ ვგიჟდები გოზინაყზე და საახალწლო სუფრაზე და ველოდები... ვერავის ვერ მოვატყუებ, რომ ვაკეთებ სუფრისთვის რაღაცებს, თუმცა რასაც ვაკეთებ გემრიელი გამოდის ..." - განაცხადა სალომემ ტელეკომპანია "იმედის ეთერში.
სალომე ღვინიაშვილის საახალწლო სამზადისი
მოდელ სალომე ღვინიაშვილს და მის ფეხბურთელ მეუღლეს, ზურა ხიზანიშვილს შესანიშნავი ბინა აქვთ თბილისში - ელეგანტური, დახვეწილი, არ არის დატვირთული დეტალებით და მოდერნის სტილშია შესრულებული. ერთ დიდ ჰოლს მოსდევს დიდი მისაღები ოთახი, მარჯვნივ კი სამზარეულო, საძინებელი და სხვა ოთახებია ჩამწკრივებული. ბინას ტერასა აქვს, რომელიც ასევე ფართო და ტევადია. იხილეთ ბინის ინტერიერი