მოდელ ანა ახვლედიანსა და გიორგი ბერაიას სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნევენ. ანამ თავისი სილამაზით არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ის თანამშრომლობდა საფრანგეთისა და ინგლისის სამოდელო სააგენტოებთან, ხშირად ადარებდნენ ბიანკა ბალტის და ლივ ტაილერს. ანას პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვებდა ინტერესს. მისი მეუღლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ წყვილი საოცრად უხდება ერთმანეთს.
წყვილი 2 თვის წინ გოგონას დედა გახდა. წყვილმა პატარას ევა დაარქვა.
ანას მეუღლე გიგი ბერაიაა. ცოლ-ქმარი „ინსტაგრამზე“ ნაკლებად აქტიურობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ანამ პატარას ფოტოები გამოაქვეყნა და თავადაც გამოჩნდა. განსაკუთრებული მოწონება კი გიგის და ევას ერთობლივმა ფოტომ დაიმსახურა.
ანას და გიგის ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც ამბობენ: „ ყველაზე ლამაზი ქართველი წყვილი ხართ“, „რა გასაკვირია ასეთი სილამაზის პატარა რომ გყავთ, როცა თქვენ ხართ ასეთები“, "მეტი შვილი საქართველოს"..