24 დეკემბერს ტრაგედია დატრიალდა ღანირი-ქვიტირის გზაზე, სადაც მორიგ ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მარიამის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გვესაუბრება ადამიანი, რომელიც ტრაგედიის ადგილის სიახლოვეს ცხოვრობს. მისი თქმით, ტრაგედია საღამოს, შებინდებისას მოხდა:
- ამ უბედურებამ დედისერთა, ნანატრი შვილი შეიწირა. ბავშვი გერმანიაში ცხოვრობდა და დედასთან ერთად, საახალწლოდ ბებიასთან სტუმრად წინა დღის ჩამოსული იყო.
- გოგონა გერმანიის მოქალაქე იყო?
- დიახ. დედამისი, ლალი ჩიხლაძე ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც ხონიდან წავიდა გერმანიაში. იქ ჯერ მუშაობდა, შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლა და ბოლოს დაოჯახდა კიდეც. მაგრამ სამშობლოს გარეშე დიდხანს ვერ ძლებდა, მარიამიც ხშირად ჩამოჰყავდა ბებიასთან, - ბავშვიც, რაც იზრდებოდა, მით უფრო მოიწევდა საქართველოსკენ, გიჟდებოდა დედულეთზე. ამბობდა, რომ გავიზრდები, აუცილებლად აქ ხონში უნდა დავბრუნდე და ვიცხოვროო. ასე, საბედისწეროდ აუსრულდა ეს ნათქვამი, ამ უბედურებამ სამუდამოდ დატოვა დედულეთში.
ახალი შებინდებული იყო ეს უბედურება რომ მოხდა. ბავშვი ამ დროს, სახლის მოპირდაპირე მხარეს, მეზობელთან იყო და შინ რომ მისულიყო, ტრასა უნდა გადაეჭრა. ასეთ დროს ამ გზაზე დიდი მოძრაობა არ არის. თანაც, მარიამი გერმანიაში, მოწესრიგებულ ქვეყანაში იყო გაზრდილი და რას წარმოიდგენდა, რომ მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, მანქანა იმ სისწრაფით იმოძრავებდა, რომ დამუხრუჭებასაც ვერ შეძლებდა...განაგრძეთ კითხვა