დისკონტ-ცენტრის The Range ნორფოლკში მომხმარებლები გაოცებული იყვნენ, როდესაც სალაროს რიგში მდგომი კემბრიჯის ჰერცოგინია და მის შვილები დაინახეს.
გასულ კვირას კეიტ მიდლტონი თავის უფროს შვილებთან- პრინც ჯორჯ და პრინცესა შარლოტასთან ერთად შეამჩნიეს The Range მაღაზიაში , რომელიც სახელგანთქმულია პროდუქციის დაბალი ფასებით. თვითმხილველების ინფორმაციით, ჰერცოგინიას სავაჭრო კალათაში სამხატვრო მასალები, ფანქრები, ფუნჯები და საღებავები ეწყო. კეიტმა როგორც კი შეაგროვა მისთვის საჭირო ყველა ნივთი, მშვიდად დადგა სალაროს რიგში. ჰერცოგინიას დაცვა შეუმჩნევლად იდგა და არ ქმნიდა საგანგებო სიტუაციას.
მომავალი დედოფლის გამოჩენა ასეთ მაღაზიაში არ გაუკვირდება მას, ვინც იცის ბრიტანული მონარქული ოჯახის ტრადიცია. შობას სამეფო ოჯახის წევრები ერთმანეთს ჩუქნიან ხელთნაკეთ, დაბალფასიან, სახალისო საჩუქრებს. ბევრს ახსოვს ისტორია, როდესაც პირველი შობის დღეს კეიტმა ელიზაბეტს მინის ქილაში ხელით გაკეთებული ნაკეთობა აჩუქა. დედოფალმა კეიტს მოუწონა საჩუქარი.