ალბათ ყველას ახსოვს ახალგაზრდა კაცი დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც მეზობლის ბავშვებს საცურაო აუზი დაუმონტაჟა. ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, ეს სახელი და გვარი არ დაავიწყდებათ. დიმიტრი ტატიშვილი რამდენიმე თვეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პორტალ reitingi.ge-ს წლის შემაჯამებელ მოვლენებში მას წლის გმირის სტატუსი მიანიჭეს. მკითხველთა გამოხმაურების მიხედვით შედგენილ რეიტინგში სხვა სამწუხარო თუ სასიხარულო მოვლენა შევიდა:
ასევე წელს დაიღუპა პოლიტიკოსი ნიკა რურუა. წლის უმძიმესი და მოულოდნელი ტრაგედია დატრიალდა ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის ოჯახში. მათი 11 წლის ქალიშვილი, ტატა რევიშვილი, ელექტროენერგიის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.