მომღერალი სოფო ბედია და მისი მეუღლე მიშა მესხი ვაჟის მშობლები გახდნენ. ამის შესახებ თავად სოფომ ამცნო საზოგადოებას ფეისბუქის საშუალებით. პატარა ანდრია გაგუას კლინიკაში დაიბადა.
წყვილი უამრავი ადამიანის მილოცვებსა და კეთილ სურვილებს იღებს. ანდრია მათი პირველი საერთო შვილია. სოფო ბედიას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.