რამდენიმე კვირის წინ, სამედიცინო უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა გოგონამ თბილისში დიდი ოდენობით თანხა იპოვა და პოლიციაში მიიტანა მფლობელისთვის დასაბრუნებლად. რამდენიმე კვირის წინ, სამედიცინო უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა გოგონამ თბილისში დიდი ოდენობით თანხა იპოვა და პოლიციაში მიიტანა მფლობელისთვის დასაბრუნებლად.
ნინო ზაბახიძე და კარინე ბაგირიანი, რომლებმაც დაკარგული 37 000 დოლარი მფლობელს დაუბრუნეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მადლობის ნიშნად ფულადი ჯილდოთი წაახალისა.
უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრაზე, გოგონებმა დეტალურად გაიხსენეს შემთხვევა, როდესაც დაკარგული 37 000 დოლარი იპოვეს:
"უნივერსიტეტიდან გამოვედით და სახლისკენ მივდიოდით. ჩემმა ჯგუფელმა, კარინემ ერთ-ერთი ბანკის ოფისთან ფოსტის პაკეტი შეამჩნია, რომელშიც სავარაუდოდ, გარკვეული თანხა იდო. შევედით ბანკში, რადგან ვიფიქრეთ, რომ იგი ბანკის ოფისიდან გამოსულ ადამიანს დაუვარდებოდა. მივმართეთ ბანკის თანამშრომლებს. მათ გვირჩიეს, რომ პოლიციისთვის დაგვერეკა.