რა მოჰყვა პიროტექნიკის აფეთქებას 71-ე ბაღში? - ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო
ფონიჭალაში მდებარე 71-ე საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმზე პიროტექნიკა აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების სიმძლარემ საშინელი პანიკა გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა ბავშვებსა და დამსწრე საზოგადოებას.
სოციალურ ქსელში ამ ამბის ამსახველი ვიდეო ვრცელდება. ფაქტი რომ ნამდვილად თბილისში, 71-ე ბაღში მოხდა, ტელეკომპანია მაესტროს  ყველა უწყებამ დაუდასტურა. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა, ვინ არის დამნაშავე - რომელიმე მშობელი თუ ბაღის ადმინისტრაცია.
ტეგები: ზეიმი ბაღში
1937
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები