ეს ვიდეო ახალგაზრდა მომღერალმა ბექა ბროლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა. 4 საათის წინ გამოქვეყნებულ ამ ვიდეოს უკვე არაერთი პოზიტიური შეფასება მოჰყვა.
ჯაბა ბოჯგუა 9 წელია კომაში იმყოფება. ის 9 წლის წინ ციხიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. 9 წელია მას დედა უვლის, რის გამოც ვერ მუშაობს და სახლიდან თითქმის არასდროს გადის. ამბობს, რომ ჯაბას არც ერთი მეგობარი მასთან აღარ მიდის და მხოლოდ იმ ემიგრანტების იმედზეა, რომლებიც საარსებო წყაროს უგზავნიან.
"დედა-შვილობა ეს ყველაზე წმინდა გრძნობაა ამ ქვეყნად...ჯაბა,შვილო,შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ...
ბოლო 9 წელია ზუსტად ვიცი,რომ სიცოცხლე შენს გამო მინდა…დედაშვილობაა ის გრძნობა ,რომელიც მაძლიერებს და ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას…
მინდა მოგეფერო, თვალებში გიცქირო, გაგიღიმო და შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო მალე…. შენით ვარსებობ, შენით ვსუნთქავ დედი… 9 წელია იმედით ვცოცხლობ, 9 წელია შენს გულს ვდარაჯობ...შენ ხარ გათენება ჩემი...8 თებერვლის დილა იყო მაშინ ...9 წლის წინ, მიყვარხარ დედი", - წერდა ჯაბას დედა სოციალურ ქსელში