ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის მეუღლე, მოდელი თიკო ჩხეიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ საყვარელი ქალიშვილი - ტატა რევიშვილი, ტრაგიკულად გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს გოგონას ფოტოებს და ვიდეოებს. წინასაახალწლოდ მან ტატას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი 9 წლის იუბილეა ასახული. 29 დეკემბერს ტატა 10 წლის გახდებოდა:
"ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებით ყოფილა სავსე. მეგობრების დადებული ფოტოებით ვხვდები, რომ თურმე სადაც არის ახალი წელი დადგება, არადა ეს დღე ჩვენს ოჯახში 29 დეკემბერს ტატას დაბადების დღეს იწყებოდა და შემდეგი წლის 29-მდე გადაბმულად გრძელდებოდა უამრავი სიურპრიზით, მოგზაურობით, მეგობრებთან ურთიერთობით, გადარბენა - გიჟური რეჟიმით, ზღვა ემოციით, ამოუწურავი სიხარულით... იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მამოძრავებელი ღერძი ტატა იყო. მასთან ერთად სხვანაირად ხომ წარმოუდგენელია ცხოვრება. 9 საოცარი წელი ერთად!ვინც იცნობდით, იცით, რა საოცარი გოგოს დედა ვარ... იმდენი რამე მასწავლა 9 წლის ტატამ, კეთილი თვალებით და სუფთა გულით, ადამიანებისადმი სიყვარულით და პატივისცემით... ჩემი ტატა 10 წლის..."