21 წლის თინა კუნაკმა დაადასტურა, რომ 52 წლის ვენსან კასელისგან შვილს ელოდება. 1 იანვარს წყვილმა ერთობლივი ვიდეო გაავრცელა, რომელზეც თინას მომრგვალებული მუცელი კარგად ჩანს.
"ყველაზე ბედნიერი ახალი წელი" - ასეთი ტექსტით გაავრცელა თინამ ასევე ფოტოები, რომლებზეც მართლაც ბედნიერად გამოიყურება. სავარაუდოდ, წყვილს გაზაფხულის ბოლოს ეყოლება შვილი.