როგორც ცნობილია, კიმ კარდაშიანის მეორე ორსულობამ საკმაოდ რთულად ჩაიარა და კიდევ ერთ შვილს ის თავისით ვეღარ გააჩენს. ამიტომ კვლავ სუროგატი დედის მომსახურებას მიმართა. ამჯერად წყვილი ბიჭს ელოდება, რომელიც მაისში დაიბადება.
შეგახსენებთ, რომ მესამე შვილი - ჩიკაგო, წყვილს 2018 წლის იანვარში ეყოლა ასევე სუროგატი დედისგან. მანამდე კიმმა ორი შვილი გააჩინა - ნორტი და სეინტი.