საქართველოში კურორტებზე თავსგადახდენილ უსიამოვნებებს მშობლები ხშირად უზიარებენ სოციალურ ქსელში ერთმანეთს. ამჯერად დედების ჯგუფში ვრცელდება მორიგი პოსტი ამ თემაზე, რომლის ავტორი სხვა დედებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მისი გამოცდილება და უფრო ფრთხილად შეარჩიონ დასასვენებელი ადგილი.
" საახალწლოდ მოვკიდეთ ხელი ჩვენს ორ პატარას და ბაკურიანში წავედით. სასტუმროს მეორე კორპუსში დავბინავდით, სადაც არც ტუალეტი ირეცხებოდა, შხაპიც გაფუჭებული იყო, ვაიფაი არ გვაქვსო, გათბობაც პერიოდულად ითიშებოდა და ვიყინებოდით . ეს ყველაფერი მოგვიანებით აღმოვაჩინეთ,თუმცა ვერ გადავედით ვერსად, ამ პერიოდში ყველაფერი დაკავებულია.
არანაირი საპონი, ტუალეტის ქაღალდი ან პირსახოცი, თეთრეული. ვთხოვეთ და არ გეკუთვნითო, თუმცა მე ყოველთვის დამაქვს საკუთარი თეთრეული.
30 დეკემბრიდან 3იანვრამდ უნდა გავჩერებულიყავით და გადაგვეხადა 400 ლარი, მაგრამ გაგვიცივდა ნომერში პატარა, სიცხის გამო გადავწყვიტეთ თბილისში დაბრუნება, რაც არ მოეწონათ რესეფშენში და ძლიან აგრესიულად მოგვთხოვეს 300 ლარის ნაცვლას 3 ღამეში 330-ის გადახდა. რადგან ახალი წელი და ბედობა იყო, მოერიდა მეუღლე კონფლიქტს, გადაიხადა და ჩავლაგდით. რესეფშენში მჯდომ ქალბატონს ვთხოვეთ, მანქანას გავაჩერებთ 5 წუთით ეზოსთან, რომ ბავშვები ჩამოგვეყვანა, დაგვთანხმდა, არაა პრობლემაო. მანქანასთან მისულებს კი პატრული დაგვადგა და საბუთები წაგვართვა, ამ ქალბატონმა გამოგვიძახაო. გავოგნდით, ისეთი ისტერიკა მოაწყო, დაუწერეთ 200 ლარიანო, მეორედ ასე რომ აღარ გააჩეროსო...
პატრულმა გვთხოვა, გამომყევითო და ცოტა მანძილის გავლის მერე დაგვიბრუნა საბუთებო და გადავრჩით ჯარიმას. აღმოჩნდა, რომ ამ ქალს ბევრჯერ აქვს მსგავსი რამე გაკეთებული. პატრულმა ბედნიერი ახალი წელი და ბედობა გვისურვა და გამოგვიშვა" - წერს მშობელი.
მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს და არამარტო ბაკურიანში, როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის კურორტებზეც გატარებული დღეები მშობლებს ხშირად კოშმარად ექცევათ ხოლმე. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით, გაკითხვითა და სხვების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეარჩიეთ დასასვენებელი ადგილები. ფასის მცირე სხვაობა კი ნამდვილად არ ღირს ჩაშლილ არდადეგებად.
თუ ბაკურიანში წასვლა გაქვთ გადაწყვეტილი, გაეცანით ამ რჩევებს.