გორის რაიონში მცხოვრები 39 წლის ქალი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან კლინიკა "გორმედში" წუხელ გადაიყვანეს, გარდაიცვალა.
"გორმედის" სტაციონარში პაციენტი ძლიერი ცხელებით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წარმოგიდგენთ ვიკიპედიაში მოყვანილი ცნობებს:
H1N1 ყველაზე უფრო გადამდები აღმოჩნდა აქამდე აღწერილ შემთხვევებს შორის. იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან,
ცხვირთან ან პირთან.
H1N1 არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც შემწვარია ან მოხარშული. ვირუსი კვდება 75-100 °ჩ (167-212 °F) ტემპერატურაზე. როგორც კვლევებით დადგინდა ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირზე მოხვედრილი H1N1 გრიპის ვირუსი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში.
ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე, წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ადამიანი, ინფექციის გადამდებია, სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.