ქეთა თოფურია, რომელიც გასული წლის ბოლოს შეყვარებულს დაშორდა და საკმაოდ მტკივნეულად განიცადა გუფის ღალატი, ხშირად დებს ემოციურ ტექსტებს სოციალურ ქსელში. ამჯერად მეორე ნახევრის თემაზე გამოთქვა საკუთარი აზრი:
"ახლახან მკითხეს - ქეთი, როგორ ფიქრობ, არსებობს სადმე ამქვეყნად შენი მეორე ნახევარი? იქნებ სულაც სხვა ქვეყანაში?"
მე ვუპასუხე - არა.
პირადად შენთვის არავინ შეუქმნიათ და ამას არც უნდა ელოდო. თუმცა ყველაფერში არსებობს ერთი "მაგრამ".
თუ ამაში ჩადებ მთელ შენს გრძნობებს და გულს, იქნებ რაღაც შესანიშნავი მოხდეს კიდეც..."
მოგვიანებით ქეთამ ინტერნეტმეგობრებს ახალი წელიც მიულოცა:
"მეგობრებო, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ინტუიცია მკარნახობს, რომ შესანიშნავი წელი იქნება. უფრო ხშირად გაიღიმეთ და აუცილებლად იოცნებეთ! ჩამოაყალიბეთ სწორად და მკაფიოდ ოცნებები. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი აზრები მატერიალურია. დღეს ამ წლის ბოლო კონცერტს ჩავატარებ და ბოლოს და ბოლოს ნანატრ შვებულებას ავიღებ... გახსოვდეთ, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია..."