გთავაზობთ 2018 წლის დეკემრბრის თვის ყველაზე პოპულარულ წიგნებს. "ბიბლუსი", რომელიც საქართველოში არსებული უდიდესი წიგნის მაღაზიათა ქსელია, კვირის პალიტრას ერთგულ მკითხველს ყოველ თვიურად უზიარებდა ინფორმაციას ყველაზე გაყიდვადი წიგნების შესახებ. ვწერდით როგორც მხატვრული, ისე საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევთ და გთავაზობთ 2018 წლის დეკემრბრის თვის ყველაზე პოპულარულ წიგნებს.
მათ შორის მოწინავე პოზიციებზს იკავებს თემურ ბაბლუანის მზე მთავრე და პურია ყანა. ბიბლუსის ფილიალებში აღნიანული წიგნის ათასობის ეგზემპლარი გაიყიდა. პოზიციებს არ თმობა დებიუტანტი ქართველი მწერლია ია კარგარეთელის სხვა უდაბნოს საიდუმლო. მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ათეულშია ასევე ცნობილი თურქი მწერალის ელიფ შაფაქის სიყვარულის ორმოცი წესი.
შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის წიგნებია, რომლებიც ბიბლუსის ფილიალებში, საუბარია 60-ზე მეტ ფილიალზე, ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა.
რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში ისეთი ბესტსელერები მოხვდა, როგორიცაა "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი", "წრიპა ბიჭის დღიური", 8000 საოცარი ფაქტი, საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისთვის და სხვა.
მხატვრული ლიტერატურის ათეული
1. თემურ ბაბლუანის მზე მთვარე და პურია ყანა
2. ელიფ შაფაქის სიყვარულის ორმოცი წესი
3. თათული ღვინიანიძის აღიარება ხელისგულზე
4. ერიხ მარია რემარკია ნასესხები სიცოცხლე
5. სოფო არდიას გროსმაისტერი
6. ია კარგარეთელის სხვა უდაბნოს საიდუმლო
7. ჯოან როულინგის ჰარი პოტერი ფილოსოფიური ქვა
8. ხალიდ ჰოსეინის ფრანით მორბენალი
9. დათო ტურაშვილის ჯინსების თაობა
10. ჰარპერ ლის ნუ მოკლავ ჯაფარას
საბავშვო ლიტერატურის ათეული
2. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის
3. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი
4. პირველი სიტყვები - პატარა წიგნი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის
5. ჯეფ კინის წრიპა ბიჭის დღიური
7. ჯეფ კინის წრიპა ბიჭის დღიური - მეცამეტე გოჭი
8. საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისთვის
10. ანტუან დე სემდ ეგზიუპერის პატარა პრინცი
შეგახსენებთ რომ წელს "ბიბლუსი" ათი წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მომხმარებლება ჯერ კიდევ შეუძლიათ ერთერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნების 50 -მდე ფასდაკლებით შეძენა. ქსელში წიგნების ფართო ასორტენტია წარმოდგენილი. "ბიბლუსის" ყველაზე კარგად გაყიდვაწი წიგნების შეძენა, არა მხოლოდ "ბიბლუსში" არამედ ჩვენს ვებგვერდზე www.biblusi.ge-ზეც შეგიძლიათ.