ყველას ახსოვს ულამაზესი ლეილა ყიფიანი, განსაკუთრებით, პოპულარული ფილმებიდან "ღიმილის ბიჭები" და "მე ვხედავ მზეს". თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ქალბატონი ლეილა იმავე ფილმში, "ღიმილის ბიჭებში" ერთ-ერთი როლის შემსრულებელ ნუგზარ ბაგრატიონს გაჰყვა ცოლად, რომელიც საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევა.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანა და მაია. წლების წინ საზოგადოება მაია ბაგრატიონს უფრო იცნობდა - სწორედ მან ითამაშა წამოზრდილი ქეთევანის როლი ფილმში "იავნანამ რა ჰქმნა". დღეს მაია ფსიქოლოგია და საზოგადოებრივ პროექტებშია ჩართული.
თუმცა ბოლო წლებში მისი უფროსი და ანა უფრო ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში - ის მამის პირველი მემკვიდრეა, პრინცესა ანნად წოდებული. სამი შვილი ჰყავს - ორი ქალიშვილი და უმცროსი ვაჟი გიორგი ბაგრატიონი. პატარა გიორგი ანნასა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქორწინების შედეგად გაჩნდა, რომელიც, სამწუხაროდ, მალევე დაირღვა.