მორაგბე ლაშა ლომიძე და მოდელი ანა შელია უკვე თითქმის ერთი წელია რაც ცოლ-ქმარი არიან. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ითქვა, ლაშამ ანა პირველად 13 წლის ასაკში დაინახა და ძალიან მოეწონა. წლების შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ბათუმში ჩასულებმა ერთმანეთი ისევ დაინახეს.
ულამაზესი წყვილი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს. გამომწერები მათ მიმართ სითბოს და სიყვარულს არ იშურებენ. ბევრი მათგანი მათ ერთმანეთს ამსგავსებს კიდეც.
„აი რას ნიშნავს შესაფერისი წყვილი“, „როგორ უხდებით ერთმანეთს“. უწერენ წყვილს გულშემატკივრები. იხილეთ ფოტოები და ვიდეო